ჰელიოტროპი

Sunday, September 9, 2012

წუხელ დედაჩემის ერთი ძველი სამაჯურიდან ამოვაგდე დიდი ქვა, რომელიც მანამდე არასოდეს მომწონდა - მუქი მწვანე ფერის მინერალი წითელი და ყვითელი ლაქებით. აქამდე არც ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა თვითონ შემომთავაზა სამაჯურიდან ქვის ამოგდება, ამიტომ დავთანხმდი. ახლა კი ისე შემიყვარდა, ხელიდან აღარ ვუშვებ :D

სამაჯურიდან ამოგდების შემდეგ მინერალი კარგად გავრეცხე, წებოს ნარჩენები მოვაშორე და ინტერნეტის საშუალებით მისი სახეობის დადგენა ვცადე. ძალიან ბევრი ფოტო ვნახე და თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქვა ჰელიოტროპია, იგივე Bloodstone. ამიტომ გადავწყვიტე, უფრო ვრცელი ინფორმაცია მომეძებნა მის შესახებ.


ჰელიოტროპი ნიშნავს "მზესთან ერთად მბრუნავს". შეესაბამება ცეცხლის სტიქია, პლანეტა მარსი, თვე მარტი, ჩაკრა მულადჰარა და შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები - ვერძი, ღრიანკალი და თევზები. შუა საუკუნეების ლეგენდის თანახმად, ეს მინერალი წარმოიშვა მაშინ, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს და მისი ტერფებიდან წამოსული სისხლი იასპს (სხვა ვერსიით - ბალახიან მიწას) დაეწვეთა. ლეიდენის პაპირუსში წერია, რომ "მსოფლიოს არ გააჩნია სისხლიან ქვაზე დიდებული რამ". ეს ქვა არის ქალცედონის ერთერთი სახეობა, თავის მხრივ კი ქალცედონი კვარცის ნაირსახეობაა.

ძველად ჰელიოტროპს ფქვავდნენ, ურევდნენ თაფლს, კვერცხის ცილას და თვლიდნენ, რომ მიღებული მასა აჩერებდა სისხლდენას და კურნავდა სიმსივნეებს. ასევე სისხლდენის შეჩერების მიზნით ჯარისკაცებს ეს მინერალი ბრძოლებში მიჰქონდათ. ალქიმიკოსები მას სისხლის მოწამვლის შემთხვევაში და შხამიანი გველის ნაკბენის დროს იყენებდნენ. ჰელიოტროპზე სპეციალურ გრავირებას აკეთებდნენ ბაბილონელები და შემდეგ მკითხაობდნენ, ეგვიპტელები კი ამ მინერალით ახორციელებდნენ მტრებზე მაგიურ თავდასხმას და განადგურებას. ჰელიოტროპის საშუალებით აღებდნენ ყველა კარს, თავს აღწევდნენ ციხიდან და იძენდნენ "უხილავობას".

ზემოთ ჩამოთვლილი დანიშნულებების გარდა, დღესდღეობით ამ ქვას სხვა მიზნებითად იყენებენ.

მკურნალობა:
  • ანემია
  • გული
  • ღვიძლი
  • თირკმელები
  • ნაწლავები
  • ძვლის ტვინი
  • იმუნიტეტი
  • სისხლის გაწმენდა
  • სისხლდენა
  • სისხლჩაქცევები
  • სისხლის თავისუფალი ცირკულაცია
  • მაკე და მშობიარე ცხოველების დახმარება
  • შიშების და გაღიზიანების გაქრობა (განსაკუთრებით ბავშვებში)
  • მენსტრუალური დარღვევები
  • მენოპაუზა
  • ფსიქიკური სიმტკიცე
  • ფიზიკური ძალა
  • აფროდიზიაკი
  • თუ დაიმაგრებთ ხელზე ორსულობის დროს, თავიდან აგაცილებთ ნაყოფის მოწყვეტას
  • თუ დაიმაგრებთ თეძოზე, შეამსუბუქებს სამშობიარო ტკივილებს

მაგია:
  • უხილავობა
  • მაგიური ძალის გაზრდა
  • ფულის, სიმდიდრის და კეთილდღეობის მოზიდვა
  • სიმამაცე
  • გამარჯვება
  • ეგზორციზმი
  • იურიდიული საკითხები
  • სიცრუისგან დაცვა
  • ჩხუბისგან დაცვა
  • ავი თვალისგან დაცვა
  • წინა ცხოვრება
  • სიზმრები
  • სიყვარული
  • ამინდი
  • სახლში სასიცოცხლო ენერგიების მოზიდვა
  • ნეგატიური ენერგიის გაქრობა
  • თუ დაიდებთ მუცელზე, მოხსნის ენერგეტიკულ ბლოკებს და ხელს შეუწყობს ენერგიის თავისუფალ ცირკულაციას მთელ სხეულში
  • გამოიყენება ქალღმერთებისადმი მიძღვნილ რიტუალებში
ჯერჯერობით სულ ესაა, რაც ვიპოვნე. ალბათ, მერე კიდევ მივაგნებ სხვა სახის ინფორმაციასაც.

. . . . .

© Anna Dark

25 კომენტარი:

david said...

au ra magaria, saxls gadavqeqav ikneb mec agmovachino analofiuri kva. anu tu am kvas shua saukuneebshi ase aqtiurad iyenebdnen anu misi shovna arc tu ise dznelia xo?

Ani said...

დღეს ყველანაირი მინერალი იყიდება მაღაზიებში, თან ეს არამგონია, ძალიან ძვირფასი იყოს. ლესელიძეზე მინერალების მაღაზიაა, ზუსტი მისამართი არ ვიცი ოღონდ. იქ ექნებათ და ვფიქრობ, ხელმისაწვდომ ფასად შეძლებ შეძენას

david said...

didi madloba vestumrebi mag magazias :D

Ani said...

არაფრის :)

საინტერესო ბლოგი said...

ამ დღეებში გავივლი ლესელიძეზე :დდ მეც უნდა დავძებნო დედაჩემი ძველი სამაჯურები :დდ

საინტერესო ბლოგი said...

უი, რაღაც მინდა გკითხო.. ბავშვობიდან მაქვს ერთი ქვა მაგრამ ვერ გავიგე რა არის, შავი ფერისაა. თვითერზე ავტვირავ, რომ შეხვალ ნახე და თუ მიხვდები რა არის გამაგებინე რა :))

Anonymous said...

me maqvs didi qva 2nairi,erts yviteli laqbi aq mkvetrad gamoxatuli,albat darishxania,2e ki arvici albat isic mineralia ragac,mwvane laqebi aqvs..aseve mqonda mtvaredan chamotanili qva,tumca araperi etyoboda gansakutrebuli,chveulebrivi iyo da daikarga sadgac,albat vinmes ubralo qva egona da gadaagdo.

Ani said...

საინტერესო ბლოგი, გამდინარე წყალში ჩადება არ დაგავიწყდეს :)))

Anonymous, ძალიან საინტერესოა

საინტერესო ბლოგი said...

უი ეგ არ ვიცოდიი :) ჩავდებ

Loray said...

Gilocav magari minerali gipovia. apireb magiashi gamoyenebas?

Ani said...

Loray, გმადლობ :) კი, მაგრამ ჯერ კიდევ მაინტერესებს მისი სხვა თვისებები, ინფორმაციის შეგროვების პროცესში ვარ

Mary said...

მე კიდევ აღმოვაჩინე რომ მწვანე კვარცი მქონია და მაგრა გამიხარდა :D

Ani said...

უი რა კარგია, გილოცავ :D

Mary said...

:)

david said...

dges vapireb leselidzeze gasvlas, kidev megobars taros karti unda vayidino, mokled magiuri dge makvs :) da mixaria rom chemi gasvla mabons daemtxva es kargis manishnebeli unda iyos, amas imitom vwer, rom tu viyidi getyvit, vinc jer ar gasulxart

Ani said...

უი რა კარგია, ძალიან კარგად გქონია დღე დაგეგმილი :) ხო, მოგვიყევი მერე შენი ამბები :)

david said...

ese igi chems megobars taros karti vayidine, tu vinmes yidva unda mshral xidze zis kali romelic yidis, kibeebisken zis 5 larad yidis rac sheexeba heliotrops, leselidzezec viyavi ikvea, magaziac vipove, dzalian momewona, tavidan bevri vedzebe heliotropi, magram ver vnaxe, shemdeg gamyidvels vkitxe da mitxra xval modio da mogitano, yelsabamis variantshiao, egec mxolod 5 larad, ase rom ani didi madloba informaciistvis

Ani said...

არაფრის, პირიქით, ძალიან გამიხარდა, რომ ხვალ უკვე ჰელიოტროპი გექნება :) თან რა იაფია. სხვა მინერალები არ შეგირჩევია?

david said...

sxvatashoris dzalian bevri mineralia da shedarebit dzviri, magalitad ametvisto, citrini, lalic iyo da bevri kidev. zomashi iyo gansxvaveba shedarebit didebi sadgac 30+ lari girda, megona heliotropic egre egireboda, magram sheidzleba iseti dzvirpasi kva ar aris, magram ufro mravalfunkciuri

Ani said...

აა, გასაგებია. როცა ჰელიოტროპს იყიდი, ფოტო მანახე :)

david said...

viyide dges momiloce da ramdenime saintereso faktic moxda, 1 rigshi kali romelic mineralebs yidda iyo dzalian saintereso garegnobis, ai zustad cocxze shemomjdar jadokars gavda. saertod me sityvebs dzalian did yuradgebas vakcev, im kalma ki rogorc ki mivedi, mashinve mitxra kva mogitaneo specialurad shentvis wamovige eso, da bolos ro vutxari bevri vedzebe metki, mitxra, rom es is aris rasac edzebdio, amitomac vpikrob rom chemi heliotropi vipove, shen ki man tviton gipova

david said...

surati tu ginda chems gverdze naxe :)

Ani said...

გილოცავ! :D რა მაგარია, ძალიან საინტერესო ამბავი გადაგხდა. დარწმუნებული ვარ, შენი ჰელიოტროპი იმედებს არ გაგიცრუებს :) მითუმეტეს ახლა თქვენი ენერგიები გაერთიანდება და მერე ბევრ რამეში გამოიყენებ :)

დარინე said...

აუ მწვანე ქვაა მრგვალი ღია მწვანე ნორმალური ფორმისაა და როგორ მივხვდე რა მინერალიაა ?? ან როგორ მოვიძიო ინტერნეტში ??

Anna Dark said...

დარინე, შეიძლება კვარცია ან მალაქიტი. ინტერნეტში გაგიჭირდება მოძებნა. ჯობია, ლესელიძეზე მინერალების მაღაზიაში მიიტანო და იქ იკითხო