კრემლის/ქულების დიეტა

Sunday, April 3, 2011

მას შემდეგ, რაც გავიგე ჩემი ზუსტი წონა და კინაღამ გული წამივიდა, დავიწყე ვარჯიში. 1 კვირა მუცლის პრესები ვაკეთე, ჰანტელებით ვივარჯიშე, ვირბინე, მოკლედ, თავი გავიგიჟე, მაგრამ 1 კვირის მერე უაზრო შედეგი მივიღე - მხოლოდ 1 კგ დავიკელი. არ მინდოდა დიეტაზე გადასვლა. არ შემიძლია შიმშილი, წვალება და ასეთი რამეები, მაგრამ გუშინ მაინც გადავწყვიტე, სხვა მხრივაც მეცადა წონის დაკლება.

ბევრი არ მიძებნია. მივაგენი ქულების დიეტას. გაგონილი მქონდა მის შესახებ, მაგრამ ქულების ცხრილი წაკითხული არ მქონდა. ხოდა ცხრილიც ვიპოვნე. აქ ჩამოწერილია სხვადასხვა საჭმელების რაოდენობა და შესაბამისი ქულები. გასახდომად საჭიროა დღეში 40 ქულის, წონის შესანარჩუნებლად კი 60-70 ქულის მიღება. ეს ქულები სინამდვილეში ნახშირწყლების რაოდენობაა. ანუ თუ გსურთ, რომ გახდეთ, დღეში 40 გრამი ნახშირწყალი უნდა მიიღოთ. ცხრილის უკეთ სანახავად დააწკაპუნეთ სურათზე.


დღეს საცდელად რამდენიმე ასეთი დიეტა შევადგინე.

ვარიანტი 1:
ქათმის/საქონლის მოხარშული ხორცი - 0 ქულა
უშაქრო ჩაი/ყავა/მინერალური წყალი - 0 ქულა
2 ცალი მოხარშული კვერცხი - 1 ქულა
0,5 ლიტრი რძე - 12 ქულა
250 გრამი წიწიბურა - 24 ქულა
100 გრამი ხაჭო - 3 ქულა

ვარიანტი 2
ქათმის/საქონლის მოხარშული ხორცი - 0 ქულა
უშაქრო ჩაი/ყავა/მინერალური წყალი - 0 ქულა
100 გრამი მცენარეულ ზეთში შემწვარი კარტოფილი - 20 ქულა
200 გრამი წიწიბურა - 20 ქულა

ვარიანტი 3
უშაქრო ჩაი/ყავა/მინერალური წყალი - 0 ქულა
100 გრამი მოხარშული თევზი - 3 ქულა
100 გრამი კომბოსტო - 5 ქულა
100 გრამი სტაფილო - 5 ქულა
200 გრამი არაჟანი - 10 ქულა
250 გრამი მაწონი - 13 ქულა
100 გრამი სოსისი/ძეხვი/შაშხი (ვიჩინა) - 1 ქულა
2 ცალი მოხარშული კვერცხი - 1 ქულა
40 გრამი მაიონეზი - 2 ქულა

დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ. მე ხვალ მე-2 ვარიანტი უნდა ვცადო. თუ არ გამომივა, მერე 1-ელ ვარიანტზე გადავალ. მოკლედ, არ მინდა, რომ მთელი დღე ვჭამო, ანუ მე-3 ვარიანტი საჩემო არაა.

ამ დიეტის დროს სასურველია ბევრი სითხის მიღება, მაგრამ - არა ტკბილი სითხის (წვენები, ლიმონათები). გარდა ამისა, თუ ფიქრობთ, რომ მთელი დღე მარტო ხორცს მიიღებთ, ანუ 0 ქულას არ გაცდებით და ამით სასურველ შედეგს მიიღებთ, ძალიან ცდებით. აუცილებელია, გარკვეული ბალანსი დაიცვათ, რომ თავი არ დაიავადმყოფოთ.

პირადად მე პარალელურად ვარჯიშის გაგრძელებასაც ვაპირებ. შედეგი უკეთესი იქნება + კუნთებს გავიმკვრივებ. სხვათა შორის, ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი კგ გაქვთ დასაკლები, ამ დიეტით უფრო ადვილად იკლებთ. მაგალითად, 3 კგ-ს დაკლება უფრო გაგიჭირდებათ, ვიდრე 10-ის. არ ვიცი, ეს ალბათ ყველა ადამიანის შემთხვევაში სხვადასხვანაირადაა, თუმცა, თუ კარგად და სწორად შეარჩევთ საკვებს, ცდა ღირს. რაც მთავარია, არ შეადგინოთ ისეთი მენიუ, რომ უგემურად მოგეჩვენოთ ან საკვების რაოდენობა ვერ გათვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ან თავს დაიტანჯავთ, ან ორგანიზმს დაიზიანებთ და ან მაცივარში შეძვრებით. გარდა ამისა, მენიუ ყოველდღიურად ცვალეთ, თუნდაც 1 დეტალი შეცვალეთ.

ხვალ დავიწყებ და 1 კვირის მერე ვნახავ, რამდენად გაამართლებს. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. არ ჩანს ძნელი და თან ყველაფერი ჩემს სურვილებზეა დამოკიდებული. უკვე მომწონს :)

. . . . .

© Anna Dark

7 კომენტარი:

kristi said...

შენ გაიხარე მაინცდამაინც თუ კაია:) აუცილებლად ვცდი, ვფიქრობდი რა ვქნა რა მოვიფიქროთქო და ამან თუ გაჭრა მთელი ცხოვრება შენი მადლობელი ვქნები:*

Anna said...

აი ვნახოთ თუ გაამართლებს :) დღევანდელმა დღემ ისე ჩაიარა, რომ გავუძელი მგონი. ყოველ შემთხვევაში არ მშია, თან არც კარტოფილი მიჭამია და წიწიბურას ნახევარიც დამრჩა. ჯერ 11-ის ნახევარია და მგონი აღარც მომშივდება... :)

kristi said...

მე ხვალიდან გადავწყვიტე დაწყება, ჯერ წინა სადიეტო პერიოდი მაქვს და ვეჩვევი:)

Anonymous said...

erti gamagebina sad irbine ra :D

Anna said...

kristi წარმატებებს გისურვებ :)

Anonymous სად და კედელზე :D და ნიკი ან სახელი მიგეწერა ჯობდა

anri said...

imedia sasurvel shedegs miigeb. mogalate

Anna said...

მივიღებ. ტყუილად არ დამიწყია